უახლესი ამბები

ევროკავშირმა რუსი მაღალჩინოსანებისადმი დაწესებული სანქციების სია გაზარდა

15 04 2014 | ავტორი: admin
ევროკავშირმა რუსი მაღალჩინოსანებისადმი დაწესებული სანქციების სია გაზარდა
გარესამყარო
0

ევროკავშირმა იმ რუს მაღალჩინოსანთა სია გაზარდა, ვისაც უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონის განცხადებით, სანქციები გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე მათთვის შესვლის აკრძალვასა და მათი საბანკო აქტივების გაყინვას.

„ჩვენ სრულად ვგმობთ უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში შეიარაღებული პირების ქმედებებს. უკრაინის დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ქეთრინ ეშტონმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ერთიანობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან“, – აღნიშნა კეტრინ ეშტონმა.