უახლესი ამბები

ამერიკელებს აქვთ მიზეზი დასაფიქრებლად

26 05 2015 | ავტორი: admin
ამერიკელებს აქვთ მიზეზი დასაფიქრებლად
გარესამყარო
0

ჩინეთის მეთაურები არასოდეს საუბრობენ აფორიზმებით, პეკინელი ლიდერები აზროვნებენ განსაზღვრული და მოთხრობისეული, ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული ტერმინებით, რომელიც სავსეა განსაკუთრებული აზრით. მაგალითად, მაო ძედუნის დროს იყო „დიდი კულტურული რევლუცია“, რაც ბელადის ერთგულებას და სიღარიბეს, ვაკხანალიას, ინტელიგენციისა და ძველი პარტიული კადრების მიმართ ტერორს ნიშნავდა. ახლა პირიქით, „საშუალო ფენის“ საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხი დგას. ეს არის ძირითადი ფაქტორი იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, იზრდება შეძლებული მოქალაქეების რიცხვიც.

პეკინში ტერმინები ამერიკელთათივსაც ჩნდება. მაოს დროს მათ „ქაღალდის ვეფხვებს“ უწოდებდნენ, ჩინლ ხალხს კიასწავლიდნენ არ შეშინებოდნენ შტატებთან ატომურ ომს. დღეს პეკინი აშშ-ს მერამდენედ სთავაზობს  წამოიწყოს „ორი უძლიერესი სახელმწიფოს  ახალი ურთიერთობის ტიპი“. ასეთივე ფორმულა ხაზგასმით წარმოადგინა სი ძინპინმა ჯონ კერისთან შეხვედრისას. კითხვებზე პასუხისას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერმა ლი კეციანმა ეს აზრიგანავრცო: მისი სიტყვებით,  აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა არის როგორც „ურთიერთობა ყველაზე განვითარებად და ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს შორის“.

კალიფორნიის პარკში გასეირნების საიდუმლო

თუმცა, ჩინეთის უმაღლესმა მეთაურმა სი ძინპინმა რამდნჯერმე მიანიშნა საზოგადოებას, რომ საქმე ეხება „ორ უძლიერეს სახელმწიფოს“. მინიშნებებში კარგად ჩანდა, რომ დღეს არსებობს მხოლოდ ორი მთავარი ქვეყანა – ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებმაც არსებული უთანხმოებების მიუხედავად, უნდა მიაღწიონ შეთანხმებებს, ამასთან ერთად კი იზრუნონ მსოფლიოს ბედზე.  რბილი, მაგრამ დაჟინებული მინიშნება გაისმა იმის შესახებაც, რომ ორმა სახელმწფომ უნდა გაინაწილოს ინტერესთა სფეროები ჯერ აღმოსავლეთ აზიაში.

„წყნარი ოკეანის მისადგომებთან საკმაოდაა ადგილები, რათა დაეტიოს ორი ზესახელმწიფო“ – მრავლისმეტყველდ განუცხადა ჩინელმა სიმ ჯონ კერის, იმის მინიშნებით, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია დაეტიოს ისე, რომ სხვას არ შეუშალოს ხელი.

ეს განხადება აიტაცა ჩინურმა პრესამ. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას ჩინელი ლიდერი ამტკიცებდა, რომ ახალი ტიპის ურთიეთბების ჩამოყალიბება უკვე დაწყებულია და ნაყოფსაც ისხამს.

პოეტურ ფრაზას, რომ წყნარი ოკეანის ნაპირებზე ადგილი საკმარისია ჩინეთისა და აშშ-სთვის სი პირველად არ აცხადებს.  ამგვარი ფორმულირება მან პირველად 2013 წელს ჩამოაყალიბა, როცა ის პირველად ესტუმრა აშშ-ს. ამ ვიზიტისას სი ძინპინი და ბარაკ ობამა თარჯიმნებთან ერთად დიდხანს სეირნობდნენ კალიფორნიის პარკში და რაღაცაზე საუბრობდნენ. ამ სეირნობის შემდეგ შეიქმნა ახალი მსოფლიო კონფიგურაცია – „დიდი ორიანი“.

მის შექმნამდე საქმე ჯერ არ მისულა – ამერიკულ-ჩინური ალიანსი ჯერ არ არსებობს, ხოლო „ორი ზესახელმწიფოს ერთობას“ შორის ბევრი უთანხმოება დგას.  მათ შორის პრობლემური სამხრეთ-ჩინეთის ზღვაა.  პეკინში კერიმ საკმაოდ მკვეთრად მოითხოვა, რომ შეწყდეს ექსპანსია რუსეთისთვის უმნიშვნელოვანეს, მაგრამ ძალიან შორეულ რაიონზე, რასაც ვაშინგტონში ჩინეთის უპრეცედენტო ექსპანსიას უწოდებენ.

ბეტონის არქიპელაგი

 

სამხრეთ-ჩინეთის ზვაზე გადის ჩინეთისათვის, იაპოონიისა და სამხრეთ კორეისათვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზები. მისი გავლით ახლო აღმოსავლეთიდან  ამ ქვეყნებში შედის ნავთობისა და გაზის 80-90პროცენტი. ევრაზიის სახმელეთიო გზები ჯერ კიდევ ცუდადაა ათვისებული, ამიტომ ტვირთები მომავალშიც ოკეანის გავლით იმძრავებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვის გავლით, რომელიც გარშემორტყმულია ჩინეთის, ვიეტნამის, ტაილანდის, მალაიზიის, ინდონეზიისა და ფილიპინების ტერიტორიებით.

ამ აკვატორიას სასიცოცხლომნვნელობა აქვს ჩინეთისთვისდა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. თუმცა, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ინტერესებს იცავს აშშ-სთან სამხედრო შეთანხმება.

პეკინის ხედვით, ამ გზაზე პრობლემების შექმნა მისი ეკონომიკისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იქნება.

სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩინეთმა რადიკალურ და უპრეცედენტო ხერხს მიმართა – მან დაიწყო ხელოვნური კუნძულების აკვატორიების აშენება ზღვაში. წლის დასაწყისში ეს ფანტასტიური სამუშაოები მკვეთრად დაჩქარდა. ის თუ რამდენი კვადრატულით გაიზრდება ეს ბეტონის არქიპელაგები , მხოლოდ პეკინში იციან.

ყველა ეს ხელოვნური კუნძული კანონიერად გამოცხადდება ჩინეთის საკუთრებად.  კუნძულებს თან ერთვის 12 მილიანი საზღვაო ტერიტორია, 200 მილი სავაჭრო ზონა და საჰაერო სივრცე.

ომი არარარენტაბელურია

ეს გეგმები სამხრეთ კორეას, იაპონიას და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის  ქვენებს საფრთხეს უქმნის. შეშფოთებული ვიეტნამი და ფილიპინები ხმამაღლა, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტის გარეშე აპროტესტებენ და ითხოვენ ამერიკულ თავდაცვას.

ამერიკელები გვაძლევენ მინიშნებას, რომ ჩინეთის ამ მოქმედებას არ შეეგუებიან

 

პენტაგონმა უკვე განაცხადა, რომ ხელოვნური კუნძულების ტერიტორიაზე სამხედრო გემებს გაგზავნის. – პეკინმა უნდა იცოდეს, რომ აშშ ჩინეთის რამე განსაკუთრებული უფლებების აღიარებას არასოდეს მოახდენს, მაგრამ ვითარება პირდაპირი კონფლიქტით არ დასრულდება: ყველასთვის ცხადია, რომ  ორი ზესახელმწიფო ერთმანეთს არ დაეტაკება.

პეკინს ძალზედ სურს, რომ მისი ახალი სტრატეგია „ადგილი ყველას ეყოფა“ – შედგეს, ეს საკიხი ჯერ არ განიხილება, მაგრამ პეკინში დარწმუნებულნი არიან, რომ თუ კონკრეტულად ამ საკითხში არა,შემდეგ მოქმედებებში ვაშინგტონთან შეთანხმებას მაინც მიაღწევს.

სანამ ჩინეთი ამ სრატეგიული სვლის ნაყოფს ელოდება, ის თავს იკავებს კონფრონტაციებისგან, ვინაიდან მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას მშვიდობა სჭირდება.  ომი და კონფლიქტი პრაგმატული პეკინისათვის არარენტაბელურია, თუმცა მოლაპარაკებები მას ყოველთვის სურდა მკაცრი და ძლიერი პოზიციებიდან და სუსტებთან რაიმეს ახსნას არ დააპირებს.

აშშ-ს ამ ფონზე ჩინეთისთვის დიდი მნშვნელობა აქვს: ორი გლობალური გიგანტი სულ უფრო უახლოვდებიან განსაკუთრებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც როგორც ჩანს, ორივეს ინტერესენში შედის.  ორმხრივი სავაჭრო გადაზიდვა აშშ-სა და ჩინეთს შორის 2014 წელს 7 პროცენტით გაიზარდა, რაც 555 მილაირდ დოლარს უდრის და გასულ წლებთან შედარებით 6 ჯერ დიდია.  ეს რიცხვი, რა თქმა უნდა, ფანტასტიკურია, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. აშშჩინეთისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი საექსპორტო და საიმპორტო პარტნიორია.

ამავე დროს, შტატები ჩინეთისთვის უახლესი ტექნოლოგიების მიღებსი წყაროა, რის გარეშეც ის ვერ მიაღწევს თავის მთავარ შედეგს – უხარისხო, უგზო ვაჭრიდან იქცეს მსოფლიოში დაფასებულ მწარმოებლად.

ახალ საბანკო ფრონტზე

ჩინეთი და იაპონია რჩებიან მსოფლიოში უდიდეს ქვეყნებად, რომლებიც ამერიკულ სახელმწიფო ობლიგაციებს ინახავენ. ტოკიომ  თებერვალში გამოქვეყნა მონაცემები, რის შედეგადაც აცხადებს, რომ ის ინახავს 1 ტრილიონ 224 მილიარდ დოლარს, პეკინი კი 700 მილიონით ნაკლებს.  როდესაც ასეთი ციფრებია სახეზე, კრედიტორი და მისი მევალე ძალიანარიან დამოკიდებულნი ერთმანეთზე, რაც მათ ურთიერთობას განსაკუთრებულად აახლოვებს.

ბოლო თვეების მანძილზე ფინანსურ ფრონტზე ახალ იფაქტორიგამოჩნდა, რამაც ვაშინგტონი აანერვიულა, კერძოდ, საქმე ეხებაპეკინის უჩვეულო სვლას, რაც აზიური ინფრასტრუქტურის ბანკის შექმნისკენაა მიმართული. თავიდან აშშ და იაპონია ჩინეთის ამ წამოწყებას ფრთხილად მიუდგნენ. მაგრამ მალევე ცხადიგახდა, რომ წამოწყებამ დიდი შედეგების მიღება დაიწყო. ესაა ბანკი, რომელსაც კაპიტალში 100 მილიარდი დოლარი აქვს და მზადაა დაიტიოს აზიური ბაზრის უზომო სამშენებლო სექტორი, რაც კავშირშია გზებთან, პორტებთან, აეროპორტებთან და ა.შ. ის ძალიან მომხიბვლელი ჩანს აშშ-ის პირდაპირი მოკავშირეებისთვისაც.

„შვიდეულიდან“  პროექტს ჯერ მხოლოდ  აშშ და იაპოია არ შეუერთდა.

ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის სტატუსი უამრავმა ქვეყანამ ისურვა დაწყებული დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან,დამთავრებულის სამხრეთ კორეითა და ავსტრალიით.

კონფლიქტისგან თავის ასარიდებლად, პეკინი მსოფლიო სავალუტო ფონდს თანამშრომლობას სთავაზობს, რის შედეგადაც მოგებას ყველა მიიღებს, მაგრამ ამავე დროს, ეს ყველას გააგებინებს რომ ჩინეთის როლი მსოფლიოში გაიზარდა და ვაშინგტონს „ორი ახალი ზესახელმწიფოს თანამშრომლობაზე“ დაფიქრება მოუწევს.

novayagazeta.ru-ს მასალების მიხედვით

ირაკლი თორია