ბარაკ ობამამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთი უკრაინასთან მიმართებით აგრესიული პოზიციის გამო დაადანაშაულა.
ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს კონფლიქტურ მხარეებს, დაიცვან მინსკის შეთანხმება, რუსეთს კი – შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და გაიყვანოს ძალები აღმოსავლეთ უკრაინიდან.
ბარაკ ობამამ, ასევე, აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ეფექტურად უნდა გამოიყენოს ძალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე.