უახლესი ამბები

ბაიდენი: რუსეთის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვას აგრძელებს

28 05 2015 | ავტორი: admin
ბაიდენი:  რუსეთის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვას აგრძელებს
გარესამყარო
0

პუტინი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტსაც ლახავს – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბრუკინგსის ინსტიტუტში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„2009-2012 წლებში რუსეთთან თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ. თუმცა, მას შემდეგ რაც პრემიერი პუტინი 2012 წელს კრემლში პრეზიდენტად დაბრუნდა, მან რუსეთი სრულიად სხვა გზაზე დააყენა. პუტინმა განაგრძო რუსეთის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსა და მოლდოვისაც. ეს კი ეწინააღმდეგება რუსეთის მეირ აღებულ ვალდებულებებს ჰელსინკში, პარიზსა და ბუდაპეშტში,” – განაცხადა ბაიდენმა.