უახლესი ამბები

რუსეთმა დონბასში მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

28 05 2015 | ავტორი: admin
რუსეთმა დონბასში მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
გარესამყარო
0

რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მორიგი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ამ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კრიზისული მდგომარეობის მართვის ცენტრი ავრცელებს. 

გავრცელებული ცნობით, კოლონა 100 ავტომობილისგან შედგება.

რუსეთმა დონბასში ჰუმანიტარული ტვირთის სახით პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები გაგზავნა. 2014 წლის აგვისტოს შემდეგ, ეს დონბასში რუსეთის მიერ გაგზავნილი 28-ე ჰუმანიტარული დახმარებაა.