უახლესი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთისა და იტალიის ქალაქებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დავით ზალკალიანი ეხმაურება

19 05 2014 | ავტორი: admin
ოკუპირებული აფხაზეთისა და იტალიის ქალაქებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დავით ზალკალიანი ეხმაურება
გარესამყარო
0

ოკუპირებულ აფხაზეთსა და იტალიის ქალაქებს შორის, კერძოდ სანტ-ანტიოკოსა და სოხუმს, სან-ჯოვანისა და ბიჭვინთას, კაზალეტსა და ახალ ათონს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების გაბათილდებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

„ეს არის ძალიან მცირე ქალაქები, მაგრამ მაინც ჩვენ მივმართეთ საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეს პროტოკოლები ბათილად იქნება ცნობილი. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პროტოკოლების გაფორმება პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.