უახლესი ამბები

პეტრეუსი: „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად პოლიტიკური მეთოდებია საჭირო

01 06 2015 | ავტორი: admin
პეტრეუსი: „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად პოლიტიკური მეთოდებია საჭირო
გარესამყარო
0

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების შეჩერება, მხოლოდ ერთდროული სამხედრო და პოლიტიკური მეთოდებითაა შესაძლებელი.

პეტრეუსუს თქმით, ჯიჰადისტების მხოლოდ „იარაღის ძალით“ დამარცხება შეუძლებელია.

გენერალმა „ისლამურ სახელმწიფოს“ რეგულარული არმია უწოდა რომელიც თავისი მიზნებისთვის როგორც პარტიზანულ ისე ტერორისტულ მეთოდებს იყენებს.

ამასთანავე პეტრეუსის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინამორბედი „ალ-კაიდა“ ერაყში ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი იყო და ბევრად უფრო სწრაფად დამკვიდრდა ერაყის ტერიტორიაზე.

ამჟამად ერაყული არმია აშშ-ის მხარდაჭერით ცდილობს ისლამისტების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას.

გადამდგარმა გენერალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ, ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადის დაკავება სტარტეგიულ დანაკარგად დაახასიათა. ამავე დროს მან დარწმუნებით განაცხადა, რომ „რამადის დაბრუნება რამდენიმე კვირაში ან უფრო ადრე მოხდება“.

პეტრეუსის სიტყვებით, საჭიროა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის სტრატეგიის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა – ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა.

მაგრამ ფუნდამენტალურ შეკითხვასთან დაკავშირებით – შეუძლია თუ არა ერაყის არმიას „ისლამური სახელმწიფოს“ შეჩერება – პეტრეუსს ეჭვი ეპარება. „ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბრძოლა. ჩვენ ვიცით, რომ ისინი იბრძოლებენ, მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ იბრძოლებენ თუ ძლიერი ხელმძღვანელი ეყოლებათ და დარწმუნებულნი იქნებიან, რომ მძიმე სიტუაციაში საჭირო მხარდაჭერა ექნებათ“.

წყარო: BBC