უახლესი ამბები

საპატრიარქო აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე ისტორიულ სალოცავებთან მოსახლეობის მისვლის შესაძლებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

15 04 2014 | ავტორი: admin
საპატრიარქო აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე ისტორიულ სალოცავებთან მოსახლეობის მისვლის შესაძლებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
კულტურა
0

საქართველოს საპატრიარქო აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე ისტორიულ სალოცავებთან მოსახლეობის მისვლის შესაძლებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. საოკუპაციო ხაზს იქით მოქცეულ სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოთქვამს გულისტკივილს მავთულხლართების გაბმის გამო და იმ დამოკიდებულების გამო, რაც ექმნება მოსახლეობას დროებით ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილ სალოცავებთან მიმართებაში, რისი მომსწრეც ახლახან გახდა სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის მრევლი.
ჩვენი მხრიდან ადრეც არაერთხელ დაისვა საკითხი რუსულ, აფხაზურ და ოსურ მხარესთან და ახლაც ვთხოვეთ ბატონ ზურაბ აბაშიძეს, ბატონ გრიგოლ კარასინთან შეხვედრისას ჩვენი სახელით წამოაყენოს წინადადება, რათა ხალხს დღესასწაულებზე მისცენ საშუალება ისტორიული სალოცავების მოლოცვის, გარდაცვლილთა დაკრძალვის, ახლობლებისა და წინაპართა საფლავების მონახულების“, – ნათქვამია განცხადებაში.