უახლესი ამბები

ვლადიმერ პუტინი: მხოლოდ არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ რუსეთი ნატო-ს თავს დაესხმება

06 06 2015 | ავტორი: admin
ვლადიმერ პუტინი: მხოლოდ არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ რუსეთი ნატო-ს თავს დაესხმება
გარესამყარო
0

მხოლოდ არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ რუსეთი ნატო-ს თავს დაესხმება,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან მიმართებაში შიშით სპეკულირებს, და ამის გამო დამატებით დახმარებას ითხოვს, იქნება ეს ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო თუ სხვა ფორმით, – აღნიშნავს ვლადიმერ პუტინი და განმარტავს, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხეების შესახებ საუბარი საფუძველს მოკლებულია, რადგან რუსეთის ქმედებები მხოლოდ პასუხია საფრთხეებზე.

ცალმხრივად  რუსეთის განიარაღება არ მოხდება,- აცხადებს პრეზიდენტი და ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სამხედრო ბიუჯეტი რუსეთისას მნიშვნელოვნად აღემატება.

რაც შეეხება დონბასის რუსეთთან მიერთების საკითხს, ვლადიმერ პუტინის გაცხადებით, დონბასისა და ლუგანსკის მოსახლეობამ ხმა დამოუკიდებლობას მისცა , ყირიმის მოსახლეობამ კი რუსეთთან ინტეგრაციას დაუჭირა მხარი.