„დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე ბარაკ ობამასა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა მიმდინარე კვირაში დონბასში განვითარებული მოვლენები განიხილეს და მინსკის შეთანხმების შესრულება კრიზისის დარეგულირების ერთადერთ გარანტად დაასახელეს.
ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ დონბასთან დისლოცირებული უკრაინის არმიის ქვედანაყოფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა 30-ჯერ გახსნეს ცეცხლი 5 დასახლებული პუნქტის მიმართულებით.
3 ივნისს მარინკის დასახლებაში განვითარებულ საბრძოლო მოქმედებებს, 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 სამოქალაქო პირი.