უახლესი ამბები

დონალდ ტუსკი: დიდი შვიდეულის წევრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნების ინიციატივით გამოდიან

07 06 2015 | ავტორი: admin
დონალდ ტუსკი: დიდი შვიდეულის წევრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნების ინიციატივით გამოდიან
გარესამყარო
0

გერმანიაში დიდი შვიდეულის სამიტი იწყება. შეხვედრის გახსნამდე, განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააკეთა.

დონალდ ტუსკის თქმით, დიდი შვიდიანის წევრები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შენარჩუნდეს.

ტუსკის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენები გახდა მინსკის შეთანხმების დარღვევის მიზეზი და ამ პირობებში სანქციების შემსუბუქება შეუძლებელია.

„ეს ჯგუფი არ არის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური ინტერესებისთვის, არამედ ეს არის საზოგადოების ღირებულებებზე დაფუძნებული ერთობა. ამიტომ რუსეთი არ არის ჩვენს შორის და მანამდე არ იქნება მოწვეული, ვიდრე ის უკრაინის მისამართით აგრესიულ პოლიტიკას ატარებს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.