უახლესი ამბები

ჩინეთი რუსეთს არ შეცვლის

08 06 2015 | ავტორი: admin
ჩინეთი რუსეთს არ შეცვლის
გარესამყარო
0

„დიდი შვიდეული“ გააძლიერებს რუსეთზე ზეწოლას თუ ის უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად მინსკის შეთანხმებებს არ დაიცავს.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს, თუ მოსკოვი არ დაიცავს მინსკის შეთანხმებას უკრაინის კრიზისის დასარეგურლებლად – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბავარიის ციხესიმაგრეში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემდეგ. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მერკელმა კვლავ შეაფასა რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი სანქციების გამკაცრებას წლის ბლომდე „შესაძლებელი“ უწოდა. რუსეთის პოლიტიკა განსაჯეს სამიტის მონაწილე სხვა ქვეყნებმაც. მოსკოვზე ზეწოლის შესახებ შეიქმნა კომუნიკე, რომელსაც ხელი მოაწერეს შვიდეულის ქვეყნებმა.
რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ვადა ივლისში გადის. ევროკავშირის წარმომადგენელმა დონალდ ტუსკმა სამიტის მსვლელობისას განაცხადა, რომ სანქციების გასაუქმებლად მიზეზი ჯერ არ გამოჩენილა. გერმანია, დიდი ბრიტანეთი და აშშ განიხილავენ მიიღონ ერთიანი ზომები, რათა ეკონომიკურად დაეხმარონ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებით გარკვეულწილად დაზარალდნენ.
სამიტის დასრულების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ თავისავე სახელმწიფოებრივ ინტერესებს ურტყამს – რუსეთის პოლიტიკა რეცესიას განიცდის, რუბლის კურსი ეცემა, ინფლაცია იზრდება, საბანკო სისტემა მსოფლიო სისტემისგან პრაქტიკუალდ იზოლირებულია, რუსეთი პოლიტიკურ იზოლაციაშიც მოექცა. ბარაკ ობამა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „დიდი შვიდეულის“ წევრები ისევ აკეთებენ ფსონს უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ დარეგულირებაზე და მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, მაგრამ ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუ ის არ შეასრულებს მიღწეულ შეთანხმებებს.
კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსკოვში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დეკლარაციაში რუსეთის პოლიტიკის მიმართ „ვერაფერს ახალს ვერ ხედავენ“.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი მასობრივი პროტესტის ფონზე მიმდიანრეობდა, პროტესტის ეპიცენტრი საკურორტო ქალაქი გარმს-პარტენკირხენი იყო. პროტესტანტთა მთავარი მოთხოვნა იყო – დასრულდეს ყველა მოლაპარაკება თავისუფალი სავაჭრო ზონების შესახებ, კერძოდ „ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციურ პარტნიორობაზე“. პოლიტიკოსთა უსაფრთხოების მიზნით, სამიტის მონაწილეთა თვალთახედვისა და ყურთასმენის არეალში მანიფესტები აკრძალულია, სამიტის გასამართ ტერიტორიას 17 ათასი პოლიციელი იცავდა.
შუა კვირაში დაწყებული საპროტესტო აქციები მიუნხენსა და გარმიშში მშვიდობიანი იყო და პოლიციასთან განსაკუთრებული შეტაკებების გარეშე წარიმართა. საერთო ჯამში, დაშავდა ერთი პოლიციელი და რამდნეიმე დემონსტრანტი. დემონსტრანტები ეწინააღმდეგებიან „შვიდეულის“ უფლებას მიიღონ გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, მათ ბრალს სდებენ პრობლემების იგნორირებაში, კერძოდ კი ლტოლვილთა პრობლემებისადმი ნაკლებ ყურადღებაში. შაბათს დაწყებული საპროტესტო აქცია, რომელშიც 7500 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, კვირასაც გაგრძელდა.

სამიტის კარს მიღმა ანგელა მერკელმა და ბარაკ ობამამ ახლოს მდებარე სოფელ კრიუნში ცალკე შეხვედრა გამართეს. მათ მოკლე განცხადებებიც გააკეთეს ორ ქეყანას შორის დარღვეული მეგობრობის შესახებ და ყოველგვარი შეფერხებებისა და უთანხმოებების მიუხედავად, მათი კავშირის აუცილებლობაზე. „უთანხმოებაში“ ანგელა მერკელმა იგულისხმა აშშ-ის მიერ გერმანიის მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მასობრივი მოსმენა, მათ შორის თავად მერკელისაც.
ობამასა და მერკელის შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ეწერა:
„ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს უკრაინის კრიზისი და შეთანხმდნენ, რომ სანქციების გაგრძელება პირდაპირ უნდა იყოს მიმართული რუსეთისკენ, რათა მან მინსკის შეთანხმებები შეასრულოს და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს“
სამიტი მასპინძელ მერკელის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რის შემდეგაც, სამუშაო სხდომა გაიამრთა, ასევე გაიმართა კონსულტაციები თემაზე „ვაჭრობა და სტანდარტები“; საღამოს ვახშამზე განხილული იქნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები, უპირველეს ყოვლისა უკრაინის კრიზისი და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობა რუსეთთან, რომელიც ყირიმის შეერთების შემდეგ „შვიდეულიდან“ გააძევეს.
სამიტზე რუსეთის მოწვევა-არმოწვევის საკითხთან დაკავშირებით, ერთაინი გადაწყვეტილება არ არსებობდა გერმანიის სახელმწიფო მმართველებშიც, რომლებიც 2015 წლის შემდეგ „დიდი შვიდეულს“ თავმჯდომარეობენ. პარტნიორთა მოსაზრებები ე. წ. დიდი კოალიციაზე არ დაემთხვა.
სოციალ-დემოკრატების პოზიცია რუსეთის „შვიდეულში“ დაბრუნების შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გაახმოვანა:
„ჩვენ არ გვაქვს უფლება დაინტერესებულნი ვიყოთ იმით, რომ G8 დარჩეს „შვიდეულად“ ჩვენ გვჭირდება რუსეთი, რათა გადავწყვიტოთ მსოფლიო მშვიდობასთან დაკავშირებული ამოცანები“. ანგელა მერკელმა, რომელმაც სამიტამდე პრესის წარმომადგენლებს სირიაში ქიმიური იარაღის განადგურებაში რუსეთის წვლილზე ესაუბრებოდა, განაცხადა რომ: „რუსეთი მნიშვნელოვანი მონაწილეა საერთაშორისო სამიტებზე, კერძოდ, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის, სირიის პრობლემისა და სხვა საკითხების მოგვარებას ეხება. ჩვენ გვაქვს სხვა ხერხებიც, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ რუსეთთან ერთად, მაგრამ აქ, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, სადაც ყველა მონაწილეს საერთო ღირებულებები და ერთობა აქვს, რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ შეუძლებელია მონაწილეობდეს, ასევე შეუძლებელია რუსეთს ველაპარაკოთ, როგორც პარტნიორს“.
უფრო მეტად კატეგორიული პოზიცია წამოაყენა კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა, მან განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი შვიდეულში“ დაბრუნების უფლება, სანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება. ჰარპერმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა ტყუილზეა დაფუძნებული და შეგვახსენა შემთხვევა, როდესაც პუტინმა თვალწინ მოატყუა და საერთოდ, რუს პოლიტიკოსებზე განაცხადა, რომ „ვიდრე ისინი ჩვენ მოგვექცევიან როგორც სრულ იდიოტებს, მათთან დიალოგს აზრი არ აქვს“.
სამიტში რუსეთის ჩართვის პოზიცია, ასევე პოზიციაც, რომ სხდომაში უნდა ჩაერთოს ჩინეთიც, გერმანიის ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორმა და გერმანიის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანმა ექსპერტთა კავშირის ხელმძღვანელმა მიხაელ ჰიუნტერმა წამოაყენა: „იქნებ ღირს, G7-ის სამიტში სხვა ეკონომიკურად მნშვნელოვანი ქვეყნებიც ჩაერთონ? როგორ შეიძლება გადაწყდეს სტრატეგიული ეკონომიკური საკითხები ჩინეთის გარეშე? დახურული კლუბი – კარგი რამეა, მაგრამ შეიძლება ნეგატიური ტენდენციების მატარებელი შეიქმნას, თუ სხვა მნიშვნელოვანი ქვეყნები მისი ჩარჩოების მიღმა დარჩებიან. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის მიმართაც. მე არ მივესალმები რუსეთის გამორიცხვას „დიდი რვიანიდან“. ვთვლიდი, რომ არავინ იყო ვალდებული მეგობრულად მიდგომოდა პუტინს, თუ ის მაგიდასთან იჯდებოდა. მას ღიად უნდა მოესმინა თუ რა არ მოსწონთ სხვებს და რა არის მათთვის მიუღებელი“.

svoboda-org-ის მასალების მიხედვით

ირაკლი თორია