უახლესი ამბები

კიევის სიახლოვეს მდებარე ნავთობის ბაზაზე რეზერვუარი აფეთქდა

09 06 2015 | ავტორი: admin
კიევის სიახლოვეს მდებარე ნავთობის ბაზაზე რეზერვუარი აფეთქდა
გარესამყარო
0

კიევთან ახლოს, ნავთობის ბაზაზე აფეთქება მოხდა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მეხანძრე. 

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. 

უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ბაზაზე ნავთობით სავსე მეოთხე რეზერვუარი აფეთქდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.