ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ უმრავლესობის კანონპროექტს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს.
მარგველაშვილისთვის მიუღებელია საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წინადადება. პრეზიდენტი თვლის, რომ წინადადება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას.
გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი აცხადებს, რომ ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ წინადადებით შეშფოთებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის „EBRD“ და სავალუტო ფონდი.
პრეზიდენტის პოზიცია გაუგებარია კანონპროექტის ავტორებისთვის.