უახლესი ამბები

„ანბანის კოშკი“ 20 წლიანი მართვის უფლებით ესპანურ კომპანიას სიმბოლურ ფასად გადაეცა

09 06 2015 | ავტორი: admin
„ანბანის კოშკი“ 20 წლიანი მართვის უფლებით ესპანურ კომპანიას სიმბოლურ ფასად გადაეცა
ეკონომიკა
0

„ანბანის კოშკი“ 1 ლარად ესპანურ კომპანიას 20 წლის მართვის უფლებით  გადაეცა. ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.  კომპანია „BOOST SPAIN“ კოშკში  რესტორანს და გალერეას გახსნის. მანამდე მათ ლიფტების შეკეთება და შეფუთვა მოუწევთ, რაც, აჭარის პირველი პირის ინფორმაციით, მილიონ 200 ათასი ლარი დაჯდება. 

კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე  რამდენიმე კვირაში ღია კაფეები გაიხსნება. არჩილ ხაბაძის განცხადებით, 1 ლარად გადაცემული ობიექტიდან აჭარის ბიუჯეტი ქონების გადასახადით შეივსება და ობიექტზე ადგილობრივები დასაქმდებიან.