უახლესი ამბები

მე-11 კლასის პრეტესტი და გამოცდა ერთი დღის დაგვიანებით ჩატარდება

15 06 2015 | ავტორი: admin
მე-11 კლასის პრეტესტი და გამოცდა ერთი დღის დაგვიანებით ჩატარდება
მეცნიერება
0

მე-11 კლასელებისთვის პრეტესტი 16, ხოლო გამოცდა 17 ივნისს ჩატარდება. გამოცდა დანიშნულ დროს, 09:00 საათზე დაიწყება და შემუშავებული განრიგის მიხედვით წარიმართება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გამოცდებისთვის ყველაფერი მზად არის და მისი ერთ დღეზე მეტი ხნით გადაწევის აუცილებლობა არ არსებობს.

მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის პრობლემები მხოლოდ ერთ, „მომავლის სკოლას“ აქვს და ამ სკოლის მე-11 კლასელები გამოცდას 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.

ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრი მოემსახურება, რომელიც საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.