უახლესი ამბები

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კუთხით დახმარებას სთავაზობს

16 06 2015 | ავტორი: admin
თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კუთხით დახმარებას სთავაზობს
გარესამყარო
0

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოში მომხდარი სტიქიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ კოლეგას სამძიმრის წერილს უგზავნის.

„დიდი მწუხარებით შევიტყვე თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ, რაც გახდა 12 ადამიანის დაღუპვის, მრავალი ადამიანის დაკარგვისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგის მიზეზი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ამ სამწუხარო შემთხვევის დროს დაღუპული ჩვენი ძმების სულები. თურქი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, თქვენ და თქვენი სახით სრულიად ქართველ ხალხს. ჩემი ნატვრაა, რომ დაკარგულები უვნებლად იქნენ ნაპოვნი უმოკლეს დროში.

დარწმუნებული იყავით, რომ თურქეთი მზადაა ამ საკითხში აღმოუჩინოს ყველა სახის დახმარება საქართველოს“-ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის წერილში.