უახლესი ამბები

რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები დაიწყო

18 06 2015 | ავტორი: admin
რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები დაიწყო
გარესამყარო
0

რუსეთმა უკრაინის საზღვართან, როსტოვისა და კრასნოდარის ოლქებში საჰაერო ძალების წვრთნები დაიწყო.

სამხედრო სწავლებაში მონაწილეობას „სუ-25 СМ-ის“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები იღებენ.

სამხრეთის სამხედრო ოლქში საჰაერო თავდაცვითი წვრთნები, ასევე, ემთხვევა სატანკო დანაყოფების წვრთნებს, რომელიც 19 ივნისს დასრულდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მანევრების მიზანი შეიარაღებული ძალების მასშტაბური სამხედრო წვრთნებისთვის მომზადებაა, რომელიც სექტემბერში ჩატარდება.