უახლესი ამბები

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა

23 06 2015 | ავტორი: admin
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში  ცვლილებები შევა
კანონპროექტი
0

დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა. ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს მთავრობის სხდოაზე განიხილავენ.

„ევროკავშირის ასოცირების ფარგლებში იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის სტატუსის მინიჭების წესში გარკვეულ ცვლილებების შეტანის საჭიროებას გულისხმობს. დღეს ჩვენ სწორედ ეს ცვლილებები შემოგვაქვს. ზოგი მიმართულებით არის გამარტივება, ზოგი მიმართულებით კი გამკაცრება. თუ ადამიანი შემოდის საქართველოში, ითხოვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს, მის მიმართ იწყება პროცედურების გატარება, იმის მიუხედავად თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის. ცვლილებების შემდეგ კი განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ის შემოდის იმ ქვეყნიდან, სადაც მას დევნის საფრთხე ემუქრება,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.