რუსეთისა და ამერიკის პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, სირიაზე, ირანის ბირთვულ პროგრამზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე ისაუბრეს.
ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთისგან მოითხოვა დაიცვას სამშვიდობო შეთანხმება და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან. თეთრი სახლის ინფორმაციით, საუბარი პუტინის სურვილით შედგა.