უახლესი ამბები

საქართველოს ძიუდოს ნაკრები ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა

28 06 2015 | ავტორი: admin
საქართველოს ძიუდოს ნაკრები ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა
სპორტი
0

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში მეორე ადგილზე გავიდა. ქართველი ძიუდოისტები ფრანგ სპორტსმენებთან ანგარიშით 4:1 დამარცხდნენ. 

ფინალურ დაპირისპირებაში ერთადერთი გამარჯვება ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო ამირან პაპინაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადამ ოქრუაშვილი საკუთარ მეტოქეებთან დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე ჩეხეთი და უნგრეთი დაამარცხა.