უახლესი ამბები

კანადამ რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა

30 06 2015 | ავტორი: admin
კანადამ რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა
გარესამყარო
0

კანადის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესებას  „ბი ბი სი“ იუწყება.
კანადის პრემიერ-მინისტრის სტეფან ჰარპერის განცხადებით სავიზო შეზღუდვები დაუწესდა რუსეთის სამ მოქალაქეს, „ახალგაზრდა ევრაზიული კავშირის“ წევრებს. „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსული ნავთობკომპანია “გაზპრომი”, „გაზპრომნეფტი“,”ტრანსნეფტი” და სხვა, ასევე პუტინთან დაახლოებული ბაიკერების ჯგუფი “ღამის მგლები”.
გარდა ამისა კანადამ ყირიმში ყოველგავრი სავაჭრო, საინვესტიციო ურთიერთობები, ფინანსური მომსახურებები აკრძალა.
“სანამ მშვიდობა არ დაისადგურებს, სანამ საოკუპაციო ჯარები არ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი, პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლა უნდა გაგრძელდეს” – ნათქვამია ჰარპერის განცხადებაში.