უახლესი ამბები

უეფას სუპერ თასის ბილეთების გაყიდვა კვლავ შეფერხებებით მიმდინარეობს

30 06 2015 | ავტორი: admin
უეფას სუპერ თასის ბილეთების გაყიდვა კვლავ შეფერხებებით მიმდინარეობს
საზოგადოება
0

უეფას სუპერ თასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა კვლავ შეფერხებებით მიმდინარეობს. Biletebi.ge-ზე შესულ მომხმარებელს სისტემა სპეციალურ რიგში აყენებს, თუმცა ბევრი მოქალაქე საათობით კომპიუტერთან ლოდინისა და მისი რიგის მოსვლის შემდეგაც ვერ ახერხებს ბილეთის ყიდვას, რადგან სისტემის შეცდომა ფიქსირდება.

აღშფოთებული გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვენ.

Biletebi.ge-ს ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო მონაცემებით გაყიდულია 1200 ბილეთი, ხოლო ბილეთების მომლოდინეთა რაოდენობა 104 562 კაცია.