უახლესი ამბები

ავღანეთში, ნატო-ს სამხედრო კოლონაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა

30 06 2015 | ავტორი: admin
ავღანეთში, ნატო-ს სამხედრო კოლონაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა
გარესამყარო
0

ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ნატო-ს სამხედრო კოლონაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ქაბულის აეროპორტსა და აშშ-ის საელჩოს შორის მდებარე მონაკვეთზე მოხდა.

ინციდენტის გამო მაგისტრალი გადაიკეტა. აფეთქების შედეგად ნატო-ს სამხედრო ავტომობილები დაზიანდა, დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებს კი ფანჯრის მინები ჩაემსხვრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია. სამართალდამცველები სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.