უახლესი ამბები

ქართველმა მოცურავეებმა 4 მედალი და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვეს

21 05 2014 | ავტორი: admin
ქართველმა მოცურავეებმა 4 მედალი და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვეს
სპორტი
0

ბელარუსის ქალაქ ბრესტში გამართულ მოცურავეთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველი მოცურავეები წარმატებით გამოვიდნენ.

ეროვნული ნაკრების წევრმა და ოლიმპიური თამაშების მონაწილე – ირაკლი რევიშვილმა თავისუფალი სტილით 200 (1.52,51), 400 (3.58,81) და 800 (8.20,41) მეტრ დისტანციებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ხოლო 400 მეტრზე კი 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზია მიიღო და მომავალ წელს აღნიშნულ ტურნირზე ყაზანში გაემგზავრება.

წარმატებულად იასპარეზა თეიმურაზ კობახიძემაც, რომელმაც ბატერფლაიში 50 (24.9) და 100 (55.3) მეტრზე საქართველოს რეკორდები გააუმჯობესა, ხოლო 200 მეტრზე (2.04,00) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.