უახლესი ამბები

პარლამენტში 2015 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე იმსჯელებენ

07 07 2015 | ავტორი: admin
პარლამენტში 2015 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე იმსჯელებენ
კანონპროექტი
0

დრეს, საქართველოს პარლამენტში 2015 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე იმსჯელებენ. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს კანონმდებლები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
პარალელურად შემუშავდება დასკვნა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შეცვლილ პროექტთან დაკავშირებით. საკითხს ხვალ რიგგარეშე სესიაზე წარადგენენ. საპარლამენტო უმცირესობა ბიუჯეტის წარმოდგენილ ვარიანტს მხარს არ უჭერს.
„ბიუჯეტის წარმოდგენილი ვარიანტი არის დაგვიანებულად შემუშავებული. გვახსოვს, პრემიერი რამდენჯერ შეჰპირდა საზოგადოებას, რომ ადაპტირებულ ბიუჯეტს მოამზადება და მათ ეს პროცესი ორი თვის განმავლოაში გაწელეს. ხარჯების შეკვეცა საკმარისი არ არის“, – განაცხადა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა.