უახლესი ამბები

ობამა სირიის შეიარაღებული ოპოზიციის მხარდაჭერის გაზრდის პირობას დებს

07 07 2015 | ავტორი: admin
ობამა სირიის შეიარაღებული ოპოზიციის მხარდაჭერის გაზრდის პირობას დებს
გარესამყარო
0

აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის შეიარაღებული ოპოზიციის მხარდაჭერის გაზრდის პირობა დადო, ძალის, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობს.

ობამას არ დაუზუსტებია, სახელდობრ რა ხერხებს მიმართავს, მაგრამ განაცხადა იმის შესახებ, რომ ასადის რეჟიმის დამარცხება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს.

მან ასევე ისაუბრა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინაღმდეგ ბრძოლებზე:

„ჩნდებიან სულ უფრო მეტი მოხალისე-სუნიტები. ბევრი მათგანი უკვე გადის სწავლებას და ისინი ყალიბდებიან ახალ ძალად „ისლამური ახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვაჩქარებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდებას, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას ვაწვდით ერაყის თავდაცვით ძალებს“, – განაცხადა ობამამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ გაგზავნის ამერიკელ ჯარისკაცებს აშშ-ის საზღვრებს გარეთ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად.  ობამას განცხადებით, აშშ გააგრძელებს ბრძოლას, რომ მისწვდეს და შეაჩეროს ტერორისტული ორგანიზაციისთვის არალეგალურად გადარიცხული თანხები, მაგრამ რადიკალ ისლამისტებზე გამარჯვება მალე არ მოხდება.

„იდეოლოგიებს არ ამარცხებენ იარაღით, მას ამარცხებენ უკეთესი და დამაჯერებელი იდეებით“, – განაცხადა ობამამ.

მომზადებულია „იტარტასის“ მასალების მიხედვით

ირაკლი თორია