საბერძნეთში გამართული რეფერენდუმი ბრიტანული გაზეთების ყურადღების ცენტრში რჩება.
სამი სცენარი
Independent-ი მოვლენათა განვითარების სამ ვარიანტს გვთავაზობს
1. ბერძნების კაპიტულაცია
მიუხედავად ყველა გამარჯვებისა, არ არის გამორიცხული, რომ ციპრასი მალულად ეძებს კრიზისიდან გამოსავალს, რათა არ დარჩეს ისტორიაში პრემიერად, რომელმაც ქვეყანა ევროზონიდან გამოსვლით ეკონომიკურ აგონიამდე მიიყვანა. კრედიტორები შეიძლება დათმობაზე წავიდნენ და ის დანაკარგების გარეშე გამოიყენებს მათ შეთავაზებებს. ფინანსთა მინისტრის, იანის ვარუფაკისის გადაყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კრედიტორების პოზიციის შერბილებას. ათენი თანახმაა მკაცრ ეკონომიკურ გეგმაზე, დეფოლტი გამოირიცხა, ბანკები აგრძელებენ მუშაობას. პრობლემა იმაშია, რომ გარდაუვალმა რეცესიამ შესაძლოა „სირიზის“ მთავრობის დამხობა გამოიწვიოს.
2. კრედიტორების კაპიტულაცია
საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა ევროპელი ლიდერების რეპუტაციაზე უძლიერესი დარტყმაა. რომა რაფერი ვთქვათ დეფოლტის შედეგად მიღებულ ფინანსურ დანაკარგებზე, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ხარჯებს. კრედიტორებს შეუძლიათ კომპრომისებზე წავიდნენ, შეამსუბუქონ მოთხოვნები და ბერძნების ვალის პატარა ნაწილი ჩამაოწერონ. პრობლემა იმაშია, რომ „სირიზის“ ასეთი წარმატების კვალს შესაძლოა გაჰყვეს ევროპის სხვა პოლიტიკური პარტიებიც: ნაციონალური ფრონტი საფრანგეთში, მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავი“ იტალიაში, პარტია „პოდემოსი“ ესპანეთში.
3. არავინ აცხადებს კაპიტულაციას
კრედიტორები ხვდებიან, რომ დათმობებზე წავლით ისინი საკმაოდ ბევრს კარგავენ, ბერძნები კი ხვდებიან, რომ მიიღეს მანდატი გამარჯვებამდე გასაძლებად. საბოლოოდ, საბერძნეთის ბანკები წურავენ მარაგს და საბერძნეთი აცხადებს დეფოლტს.
ევროპის ცენტრალური ბანკი მერკელისა და სხვა ევროპელი ლიდერების დუმილით წყვეტს საბერძნეთის ბანკების დაფინანსებას.
სახელმწიფო ვალდებული ხდება ნაციონალიზება გაუკეთოს ოთხ წამყვან ბანკს და გამოუშვას სასესხო ვალდებულებები ერთი ევროს ნომინალური ღირებულებით. სახელმწიფო ბეჭდავს დრაჰმას, რაც ევროზონიდან გამოსვლას ნიშნავს. გაღრმავებადი სოციალური და ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საბერძნეთი ვალდებულია ენერგო რესუსრსები მიიღოს რუსეთისგან, ამის სანაცვლოდ ის სამომავლო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ვეტოს ადებს, რასაც ევროკავშირის გახლეჩვასთან მივყავართ.
მარშალის გეგმა
Guardian-ი პარალელებს ავლებს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგომ პერიოდთან, როცა გამოსავალი აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ მარშალმა წამოაყენა. ეკონომიკურმა ნგრევამ შესაძლოა ევროპას კომუნიზმისკენ უბიძგოს. მსოფლიოს ქვეყნებს ამის მაგალითი მისცა მერე მსოფლიო ომმა, როცა ზეწოლამ გერმანიაზე ნაციზმი წარმოშვა.
ოთხი წლის განმავლობაში აშშ-მა ევროპის ეკონომიკაში 150 მილიარდი დოლარი ჩადო. ეს არ იყო სუფთა დახმარება. პირდაპირი ფინანსური დახმარებით საქმე არ შემოისაზღვრა. ლონდონში, 1953 წლის კონფერენციაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გერმანიისათვის ვალები ჩამოეწერათ. როგორც ცნობილია, გეგმამ გაამართლა და გერმანული ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გამოიწვია.
უახლოეს დღეებში, ალექსი ციპრასი აუცილებლად შეგვახსენებს 1953 წლის გეგმას, რაც ისევე სასარგებლო იქნება საბერძნეთისთვის, როგორც გერმანიისათვის იმ პერიოდში.
მომზადებულია Independent-ის მასალების მიხედვით
ირაკლი თორია