უახლესი ამბები

საფრანგეთმა რუსეთს „მისტრალის“ მიყიდვაზე საბოლოო უარი უთხრა

08 07 2015 | ავტორი: admin
საფრანგეთმა რუსეთს „მისტრალის“ მიყიდვაზე საბოლოო უარი უთხრა
გარესამყარო
0

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში ვიზიტისას რუსეთისთვის „მისტრალის“ გადაცემაზე უარი საბოლოოდ განაცხადა.

რუსეთის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კი საფრანგეთი მზად არის, მილიარდ 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამასთან, მინისტრმა ვერტმფრენმზიდის შეძენა ამერიკას შესთავაზა. თუმცა, ამერიკის თავდაცვის მინისტრისგან პასუხი არ მიუღია.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის „მისტრალის“ გადაცემის შეჩერება უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკავშირდება.