უახლესი ამბები

აფხაზეთში FIFA-ს მიერ არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება

09 07 2015 | ავტორი: admin
აფხაზეთში FIFA-ს მიერ არაღიარებული ქვეყნების ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება
სპორტი
0

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც FIFA-ს ეგიდით არ ასპარეზობენ, 2016 წელს აფხაზეთში გაიმართება.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯემალ გუბაზის განცხადებით, მოლაპარაკებებმა კონფედერაციების დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციის (CONIFA) მსოფლიო ჩემპიონატის აფხაზეთში ჩატარების შესახებ წარმატბით ჩაიარა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ასოციაციის წარმომადგენლები აფხაზეთს ტექნიკური საკითხების განსახილველად და დასაზუტებლად ეწვევიან. აფხაზეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თავად „CONIFA-ც“.

„ჩვენ ჩემპიონატი დიდი მასშტაბით უნდა ჩავატაროთ. ასოციაციის წარმომადგენლები გასულ წელსაც იმყოფებოდნენ აფხაზეთში. ახლა მათ საფეხბურთო მოედნები, მინდორი და სასტუმროები უნდა დაათვალიერონ“,- ამბობს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

„CONIFA“ მსოფლიო ჩემპიონატის გარდა ევროპის ჩემპიონატსაც ატარებს, რომელიც 2015 წელს უნგრეთში გაიმართა. მონაწილე გუნდებს შორის იყვნენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიც, რომელთა მოთხოვნა ვიზაზე უნგრეთის საელჩოსგან უპასუხოდ დარჩა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით,  სწორედ ეს გახდა „CONIFA-ს“ მიერ მსოფლიო ჩემპიონატის აფხაზეთში ჩატარების გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

წყარო: Netgazeti