უახლესი ამბები

„დინამო“ – „გაბალას“ მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს

10 07 2015 | ავტორი: admin
„დინამო“ – „გაბალას“ მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს
გარესამყარო
0

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საფეხბურთო კლუბ „გაბალასა“ და თბილისის „ინამოს“ მატჩის მსვლელობისას საქართველოს დროშა დაწვეს. ინცინდენტი უეფას ევროპის ლიგის საპასუხო შეხვედრისას მოხდა,

„გაბალას“ გულშემატკივრებმა თავდაპირველად ერთიანი აზერბაიჯანის დროშა გამოიფინეს, მის შემადგენლობაში კი რუსთავი, ბოლნისი და მარნეული იყო მოქცეული. მოგვიანებით უკვე პლაკატები გამოჩნდა ქართული ქალაქების აზერბაიჯანული სახელებით. შეხვედრის 78-ე წუთზე კი აზერბაიჯანელმა ფანებმა საქართველოს დროშას ცეცხლი წაუკიდეს. ამ მომენტში სტადიონზე უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა, თუმცა ამ ფაქტს მათი მხრიდან რეაგირება არ მოყოლია.
მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ გულშემატკივართა ავტობუსს ქვები და ნივთები ესროლეს. კლუბში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ უეფასაც აცნობეს.

“ეს იყო პროვოკაცია, რომელიც იმ ძალების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განხეთქილების შეტანაში და იმ ურთიერთობების დარღვევაში, რომელიც ორ ხალხს შორის არსებობს. ეს იყო ფაქტიურად საპასუხო რეაქცია იმისა, რაც თბილისში მოხდა. ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ მივმართავთ, რომ აღიკვეთოს ასეთი მოვლენები, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, მივმართავ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს ფაქტი,”- განაცხადა ასაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ.