უახლესი ამბები

ვაკის პარკში უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების რიგში უამრავი გულშემატკივარი დგას

11 07 2015 | ავტორი: admin
ვაკის პარკში უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთების რიგში უამრავი გულშემატკივარი დგას
საზოგადოება
0

რიგი უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთებზე – ვაკის პარკში ფეხბურთის ბილეთების რიგში ასობით გულშემატკივარი დგას. შექმნილია ჯგუფები და ბილეთების რიგთან დაკავშირებით თვითორგანიზება ხდება.

ცოცხალ რიგში ბილეთის ყიდვის მსურველები ეწერებიან. ჟურნალში უკვე 1400-ზე მეტი პირია ჩაწერილი. გულშემატკივრებმა შეკრება გუშინ დაიწყეს და ადგილზე მთელი ღამე გაათენეს.

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ დილის 9 საათიდან დაიწყება. ცოცხალ რიგში ჩაწერა ამ წუთებშიც გრძელდება.