უახლესი ამბები

უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დასრულდა

13 07 2015 | ავტორი: admin
უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა დასრულდა
სპორტი
0

ხმაურის, დაპირისპირებისა და აქციების ფონზე მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში სუპერთასის ბილეთების რეალიზაცია.

მატჩზე დასასწრები ბოლო, 22 089-ე ბილეთი დილის 05:00 საათზე გაიყიდა. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში გულშემატკივრები ბილეთებს უწყვეტ რეჟიმში, 20 საათის განმავლობაში ყიდულობდნენ.

სალაროების შიდა და გარე პერიმეტრს პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავდა. ვითარებას აკვირდებოდა სპეციალურად შექმნილი კომისია.

სუპერთასის ფინალზე დასწრების მსურველები ვაკის პარკში სამი დღე მორიგეობდნენ და სპეციალურ ცოცხალ რიგებს ადგენდნენ.

გულშემატკივართა ნაწილმა ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა. უკმაყოფილო ქომაგებმა გამთენიისას ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ 6 000 ბილეთი მიითვისა.

აღნიშნულს უარყოფენ ფედერაციაში და განმარტავენ, რომ ბილეთების გაყიდვის პროცესი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზების გამო ფერხდებოდა.