ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 17-18 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გრიგორი კარასინსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შორის (გაეროს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სპეცწარმომადგენელი ანჯელო გნედინგერი და ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენელი ტერი ბეშე) მოლაპარაკებებისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აცხადებენ.