უახლესი ამბები

ბარაკ ობამა: მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე აშშ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის

15 07 2015 | ავტორი: admin
ბარაკ ობამა: მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე აშშ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის
გარესამყარო
0

„ამერიკის შეერთებული შტატები მანამდე არ მოუხსნის სანქციებს რუსეთს, ვიდრე ოფიციალური მოსკოვი მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს“,’ – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერმინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა.

არსენ იაცენიუკთან შეხვედრის დროს ბარაკ ობამამ და ვიცეპრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკელმა ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია უკრაინაში რეფორმების გატარება, მათ შორის, ენერგოსისტემაში.