უახლესი ამბები

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „ქართული პერიოდული პრესის მასალები“ 1900-1921 წწ. (აფხაზეთი – რელიგია, განათლება, კულტურა) პრეზენტაცია გაიმართა

21 05 2014 | ავტორი: admin
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „ქართული პერიოდული პრესის მასალები“ 1900-1921 წწ. (აფხაზეთი – რელიგია, განათლება, კულტურა) პრეზენტაცია გაიმართა
კულტურა
0

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის „ქართული პერიოდული პრესის მასალები“ 1900-1921წწ. (აფხაზეთი – რელიგია, განათლება, კულტურა) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის შემდგენელი და რედაქტორია – ირაკლი გელენავა.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი უძღვებოდა.biblioteka 2

პრეზენტაციას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გავზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნული წიგნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, წიგნის გამოცემით ხელი შეეწყობა 1900-1921 წლების აფხაზეთში განათლებისა და კულტურის ისტორიის კვლევის გაძლიერებას. ასობით ახალი დოკუმენტი-პირველწყარო ხელს შეუწყობს მთელი რიგი ისტორიული ფაქტების ობიექტურად შესწავლასა და დაზუსტებას.biblioteka 3

„მოცემული წიგნი, როლის პრეზენტაციაც დღეს იმართება, ძალიან სერიოზული ნაშრომია, რომელიც ჩვენს ისტორიას გაამდიდრებს. ეს გახლავთ გზამკვლევი არა მარტო ჩვენი ბიბლიოგრაფებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც აფხაზეთის ისტორიულ პირველწყაროებზე დაყრდნობით მეცნიერულ კვლევას მოიწადინებს. წიგნში საუბარია 1900-1921 წლამდე მოვლენებზე, რომელიც აფხაზეთის რელიგიის, განათლების, კულტურული ცხოვრების ისტორიული ანალების პირველწყაროებში გვახედებს. ზედმეტია ალბათ იმაზე ლაპარაკი, რომ მხარში ამოვუდგებით ყველას, ვისაც მსგავს სამეცნიერო კვლევებზე მოუხდება მუშაობა და ახალი ნაშრომებით გაამდიდრებს ჩვენს ისტორიულ წარსულს.“ – განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.biblioteka 4

აღნიშნული წიგნი გადაეცემა ყველა მსხვილ წიგნსაცავს და საგანმანათლებლო-კვლევით დაწესებულებებს, ასევე აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების ბიბლიოთეკებს.

წიგნი გამოცემულია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინიტროს ადამიანური რესურსის გამოყენებით.