უახლესი ამბები

პრემიერმა ხობში პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა

16 07 2015 | ავტორი: admin
პრემიერმა ხობში პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა
ეკონომიკა
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხობში პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა. პროექტი პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა და მისი მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდა.
მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო 50 ადგილობრივი მცხოვრები. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 30 იქნება.
ქარხანაში იწარმოება პლასტმასის ყუთი, წებო-ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, ბეტონის დეკორატიული ფილა, ბეტონის დეკორატიული ღარები, ბლოკი და ბორდიურები. შპს ” ფიგარო” უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე საწარმოს გახსნას გეგმავს.