უახლესი ამბები

ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან გამართავს შეხვედრას

20 07 2015 | ავტორი: admin
ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან გამართავს შეხვედრას
საქართველო და გარესამყარო
0

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე ქართული მხარე მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს შეხვდება. ქეთევან ციხელაშვილი და დავით დონდუა ბრიუსელში ხვალ გაემგზავრებიან.

შეხვედრებზე ქართული დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხს დააყენებენ. ასევე, ისაუბრებენ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე.

განხილვის თემა იქნება კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატის მომავალი.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ოქტომბერშია დანიშნული.