უახლესი ამბები

აშშ-მა და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად აღადგინეს

20 07 2015 | ავტორი: admin
აშშ-მა და კუბამ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად აღადგინეს
გარესამყარო
0

დღეს ვაშინგტონში, კუბის საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშის აღმართვის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მას კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაესწრებიან.

ჰავანაში აშშ-ის საელჩოს გახსნა დროშის აღმართვის ცერემონიის გარეშე ჩატარდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას თავად ჯონ კერი გახსნის. სახელმწიფო მდივნის კუბაში ვიზიტის ტარიღი ჯერ უცნობია.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განახლების შესახებ 2014 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი.

ამა წლის აპრილში 50 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შედგა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა. ობამა და კასტრო ერთმანეთს ამერიკის სამიტის დროს მიესალმნენ.