უახლესი ამბები

ხვალ, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება

25 07 2015 | ავტორი: admin
ხვალ, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნება
სპორტი
0

ზუსტად ერთ დღეში თბილისი სპორტულ ქალაქად გადაიქცევა.  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ ხვალ გაიხსნება. ღონისძიება სტარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან აიღებს.

კონტინენტის 50 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი უკვე თბილისშია. ერთი კვირის განმავლობაში  14- დან 18 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები ერთმანეთს სპორტის ცხრა სახეობაში შეეჯიბრებიან.

ზაფხულის რიგით მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისს  გაიხსნება და პირველ აგვისტოს საზეიმოდ  დაიხურება.