უახლესი ამბები

ომბუდსმენი ანტიდისკრიმინაციულ კანონში არზებულ ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობაზე საუბრობს

29 07 2015 | ავტორი: admin
ომბუდსმენი ანტიდისკრიმინაციულ კანონში არზებულ ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობაზე საუბრობს
კანონპროექტი
0

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონში არზებულ ხარვეზებზე და მისი გამოსწორების აუცილებლობაზე განცხადებას აკეთებს.
„ჩვენც ვიზიარებთ და სწორედ ამიტომ ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს, იმისათვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს დისკრიმინაციის გამოვლენის მექანიზმი. ეს პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ სასამართლოსადმი მიმართვამ არ უნდა აიძულოს მოქალაქე, რომ შეწყვიტოს სახალხო დამცველისადმი მიმართვა დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დაკავშირებით. ანუ ვალდებულება უნდა ჰქონდეს როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სტრუქტურებს, რომ მიაწოდონ ინფორმაცია სახალხო დამცველს დისკრიმინაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.