უახლესი ამბები

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

31 07 2015 | ავტორი: admin
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
გარესამყარო
0

ამერკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ მაღალჩინოსნებისა და კომპანიების სია , რომელთა წინააღმდეგ უკვე მოქმედებს სანქციები.

„BBC-ს“ ცნობით, გაფართოებულ სიაში უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებული პირები და რუსეთსა და ყირიმში მოქმედი კომერციული კომპანიებიც მოხვდნენ. მათ შორის არიან რუსეთისა და ფინეთის მოქალაქე რომან როტენბერგი, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ ბორის როტენბერგის შვილია, ასევე, უკრაინის ექს-პრეზიდენტის შვილი ალექსანდრ იანუკოვიჩი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი კლუევი.

კომერციული და ინდუსტრიული ორგანიზაციების სიაში კი მოხვდა იჟევსკის მექანიკური ქარხანა, ასევე ყირიმის, ფეოდოსიის, ქერჩის, სევასტოპოლისა და იალტის პორტები.