უახლესი ამბები

ვაზიანში სამკერვალო საწარმო „იმედი“ გაიხსნა

04 08 2015 | ავტორი: admin
ვაზიანში სამკერვალო საწარმო „იმედი“ გაიხსნა
საზოგადოება
0

გუბერნათურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს“ თბილისის საკოორდინაციო ოფისმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით, ვაზიანის სამკერვალო ატელიეს სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისა და აღჭურვის პროექტი განახორციელა.

 „TIKA-ს“ თბილისის საკოორდინაციო ოფისმა, პროექტის ფარგლებში, ქართულ მხარეს  სამკერვალოს ფუნქციონირებისთვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკერავი მანქანები, აუცილებელი დანადგარები, ქსოვილები და ინვენტარი  გადასცა. საწარმო, რომელსაც „იმედი“ ეწოდა თეთრეულის, ქურთუკებისა და ფეხსაცმლის წარმოებას დაიწყებს.  „იმედში“    იძულებით გადაადგილებული 10 პირი დასაქმდა.

 „იმედი“ გარდაბანის რაიონის სოფელ ვაზიანში გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გარსევან ნიორაძემ, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გიუმრუქჩუმ, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს“ თავმჯდომარე სერდარ ჩამმა, თურქეთის პარლამენტის (მეჯლისი) დეპუტატმა ლუთფიე სელვა ჩამმა, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს“ თბილისის ოფისის კოორდინატორმა მუსტაფა ქორქმაზმა.

გახსნის ცერემონიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრნენ.

აფხაზეთის მთავრობა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს“ სამომავლო ურთიერთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, თურქეთი, როგორც საქართველოს ერთ–ერთი მძლავრი პარტნიორი, არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ცდილობს აფხაზეთიდან დევნილთათვის დასაქმების ახლ-ახალი პროექტები შექმნას. ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი პროექტი არ არის და თურქული მხარე აფხაზეთის მთავრობასთან ერთად, კიდევ რამდენიმე მსგავსი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენ  უცხო ქვეყნების მთავრობებთან და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან თანამშრომლობით,   დევნილების დასაქმებისთვის მორიგ  ფინანსურ მხარდაჭერას ვღებულობთ. ჩვენი მეგობრები უცხოეთში მტკივნეულად სამკერვალო 12აღიქვამენ დევნილი საზოგადოების  ტოტალურ დაუსაქმებლობას, რასაც ადამიანები სრულ გაღატაკებამდე მიჰყავს.  თურქეთის განვითარების საკოორდინაციო ცენტრმა საქართველოში, მიიღო ჩვენი წინადადება, რომ ვაზიანში, სადაც 5000 დევნილი ცხოვრობს, გაგვეხსნა  საწარმო,  სადაც დევნილები დასაქმდებოდნენ. შეიძლება ეს არ იყოს მასშტაბური დასაქმების პროგრამა. მაგრამ მაინც სერიოზულ გარღვევად შეიძლება ჩაითვალოს აქ ჩასახლებული დევნილებისთვის. საწარმოს „იმედი“ დაერქვა,  რომელიც სიმბოლურად გამოხატავს  მომავლის პერსპექტივასაც. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დევნილთა პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია თურქეთის მთავრობის სერიოზული მხარდაჭერა ვიქონიოთ. შევთანხმდით რამდენიმე სამომავლო პროექტის თაობაზეც.  მადლობა მინდა მოვახსენო   „TIKA-ს“ პრეზიდენტს ბატონ სერდარ ჩამს პრეზენტაციაზე დასწრებისთვის. ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ  სერიოზულ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც გადამზადებას,  კვალიფიკაციის ამაღლებას, ახალი სპეციალობების ათვისებას,  დღევანდელი პროექტის უფრო მასშტაბურ განვითარებას გულისხმობს. ყველანი ვხედავთ აქ წარმოდგენილ შესანიშნავ პროდუქციას.  მათ შორისაა ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თეთრეული.

სამკერვალო 10თურქეთი  ჩვენი უმძლავრესი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია. მათმა სრულმა მხარდაჭერამ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ჩვენი კონფლიქტური რეგიონებისადმი  ახლო აღმოსავლეთში სხვა, დადებითი განწყობა შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.   დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თურქეთის საელჩოს, თურქეთის ელჩს საქართველოში ბატონ ზექი ლევენთ გიუმრუქჩუს. ჩვენ ვნახეთ, რა შეუძლია ერთი მცირე საწარმოს შექნას. ვაზიანის იერსახე მთლიანად შეიცვალა, დაიგო ასფალტი, შენდება სავაჭრო ობიექტები. ამიტომაც ჩვენი სამომავლო მოქმედებები მცირე საწარმოების ჩამოყალიბებას დაუკავშირდება. გამგებელი მოწადინებულია, რომ ვაზიანში კიდევ უფრო მეტად მობილური ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბდეს, რასაც ყველანი მივესალმებით. მადლობა მინდა გადავუხადო მხარის გუბერნატორს ბატონ პაატა ხიზანაშვილს გაწეული დახმარებისთვის.  მადლობა ყველას ვინც დღეს აქ ესწრება და ვინც ჩვენი სიხარული გაიზიარა“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.