უახლესი ამბები

რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის

04 08 2015 | ავტორი: admin
რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის
გარესამყარო
0

რუსეთი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ყატარში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან და სპარსეთის ყურის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჯიჰადისტების წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციაში სირიისა და ერაყის არმიები, ასევე ქურთები და რეგიონის სახელმწიფოები უნდა ჩაერთონ.

გეგმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე ამერიკამ და საუდის არაბეთმა სირიის პრეზიდენტის, გადადგომის აუცილებლობაზე ისაუბრეს, თუმცა რუსეთის ხელისუფლება კონფლიქტის მოსაგვარებლად მსგავს მიდგომას არ ეთანხმება.

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი სირიის ხელისუფლებას სამხედრო შეიარაღებას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად აძლევს