უახლესი ამბები

საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა

05 08 2015 | ავტორი: admin
საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გამოსამშვიდობებელი საღამო გაიმართა
საქართველო და გარესამყარო
0

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორას საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა.

დავით დონდუამ ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და მისი მოღვაწეობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

გამოსამშვიდობებელ ვახშამს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა საქართველოში 2012 წლიდან მოღვაწეობს. ქ. თბილისში მას სისერო მარტინს გარსია ჩაანაცვლებს.