უახლესი ამბები

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

07 08 2015 | ავტორი: admin
ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა, 400-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო. “ბი-ბი-სის” ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო მოთავსებული. 

ტერორისტული თავდასხმა სამხედრო ობიექტთან ახლოს განხორციელდა. აფეთქების ტალღამ ახლოს მდებარე შენობებიც დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.