უახლესი ამბები

რუსეთის გაფრთხილება და ფანჯიკიძის პასუხი

23 05 2014 | ავტორი: admin
რუსეთის გაფრთხილება და ფანჯიკიძის პასუხი
გარესამყარო
0

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებას ეხმაურება, სადაც ლუკაშევიჩი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას არასასურველად მიიჩნევს და ოფიციალურ თბილისს თანმხლებ შედეგებზე დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვერთიანდებით, ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვდებთ ამ ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ხელშეკრულება იდება იმისთვის რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო კარგი, გახდეს უფრო დემოკრატიული, გახდეს უფრო აყვავებული და უფრო საინტერესო ნებისმიერი მეზობლისთვის“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.