დე ფაქტო აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა თურქული საფეხბურთო კლუბის „ბეშიქთაშის“ ახალგაზრდული კლუბის გოლკიპერთა მწვრთნელი მეტე ლეიბა მიიღო. დე ფაქტო მხარის ცნობით, ის აფხაზეთში გუნდთან ერთად ჩავიდა, რათა მონაწილეობა ახრიკ ცვეიბას ტურნირში მიიღოს. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მეტე ლეიბა აფხაზეთიდანაა და ის დიდხანს ოცნებობდა მშობლების მიწაზე ჩასვლაზე. მეტე ლეიბა 70-იან წლებში 7 წლის მანძილზე „ბეშიქთაშის“ გოლკიპერი იყო.