უახლესი ამბები

აბაშიძე-კარასინის რიგით მე-6 შეხვედრა დღეს გაიმართება

16 04 2014 | ავტორი: admin
აბაშიძე-კარასინის რიგით მე-6 შეხვედრა დღეს გაიმართება
პოლიტიკა
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრას ქართველი ჟურნალისტების დაკავების საკითხით დაიწყებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ რუსი ოკუპანტების მიერ „ტვ3“-ის გადამღები ჯგუფის დაკავების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე საუბრობს თავად ზურაბ აბაშიძეც.

„მე ინფორმაცია მაქვს მხოლოდ ქართული წყროებიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მესაუბრა დავით ზალკალიანი, მე უკვე ვცადე დავკავშირვებოდი ჩემს რუს კოლეგას კარასინს, პირველი თემა ალბათ თავიდანვე ეს იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს ეს თემა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გვქონდეს ინფორმაცია რუსეთის მხარე როგორ უყურებს ქართულ-რუსული ურთიერთოებების მომავალს, ამიტომ ამ შეხვედრას ინფორმაციული თვალსაზრისით ჩემი აზრით აშკრად მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.