უახლესი ამბები

ეროვნული ვალუტა კვლავ სწრაფი ტემპით უფასურდება

13 08 2015 | ავტორი: admin
ეროვნული ვალუტა კვლავ სწრაფი ტემპით უფასურდება
ეკონომიკა
0

ერთი დოლარი 2.3093 ლარი გახდა ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3093 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3093 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5735 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5356 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0379 ლარი შეადგინა.